venaxebi

მიწის გამგებლები

„ხოხბის ცრემლების“ ვენახებს ჩვენი მეღვინე, გელა ფათალიშვილი, ზედამხედველობს. გელას ოჯახის უკვე რვა თაობაზე მეტი მიდევს მეურნეობასა და მეღვინეობას. გელას სურვილია, შენაჩუნდეს ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდები, რომლებიც საქართველოში 8000 წელს ითვლის. სწორედ ამის გამოა, რომ საქართველო მევენახეობის სამშობლოდ ითვლება. მაღალხარისხოვანი ნიადაგისა და ვენახის საგულდაგულოდ მოვლის შედეგია ხარისხიანი ყურძნის მიღება, საიდანაც ჩვენი ტრადიციული, ამასთან, მეტად დახვეწილი ღვინოები მზადდება.

ნატურალური პროდუქციის პრინციპების ერთგულებამ გადაგვაწყვეტინა საფერავის ვენახების შეძენა 2007 წელს, რომლისთვისაც 2010 წელს ორგანულ საერთაშორისო სერტიფიკატს მივიღებთ. ეს საქმიანობა მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რადგან აუცილებელია მიწის დაცვა მისი უმართებულო გამოყენებისა და უხეში ქიმიკატებისგან, ასევე მნიშვნელოვანია ნიადაგის გამდიდრებაც, რაც აისახება კიდეც ჩვენი ღვინოების თითოეულ ბოთლზე.

ჩვენ ასევე ვცდილობთ მოვიძიოთ ვაზის ენდემური ჯიშები და ბაზარზე გავიტანოთ. საქართველოში ვაზის 500-ზე მეტი ჯიშია, რომელთაგან უმეტესობა პატარა რეგიონებში, სპეციფიკურ სიმაღლეზე იზრდება. ბევრი მათგანი უცნობია ღვინის ქართველი მომხმარებისთვისაც კი. ეს მდიდარი მემკვიდრეობა გაქრობის საფრთხის წინაშე დგას, ამიტომ გადაცემულია მონაცემთა ბაზებისა და ლაბორატორიული ექსპერიმენტებისთვის.

საკუთრ მოვალეობად და დიდ პატივად ვთვლით, გავაცოცხლოთ ეს უძველესი ვაზის ჯიშები, ვაწარმოოთ ისეთი ღვინოები, როგორსაც წინაპრები მიირთმევდნენ და გავუზიაროთ ეს ღვინო მთელ მსოფლიოს.

კახეთი

„ხოხბის ცრემლების“ ვენახები გაშენებულია აღმოსავლეთ საქართველოში, ქიზიყის მხარის ფერდობებზე, რომლებიც ალაზნის ველსა და კავკასიონის თოვლიან მთებს გადაჰყურებს. ჩვენი ტერიტორია სოფელ ტიბაანთან მდებარეობს, წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მე-6 საუკუნის მონასტრის უკან. აქ განსაკუთრებული მიკროზონაა, ზაფხულში მზე 14 საათზე მეტს ანათებს, საღამოები კი, ხეობიდან მობერილი ნიავის წყალობით, გრილია. აქაური კირქვა ნიადაგი შეიცავს ცარცსა და ზედაპირზე - მუქ თიხას. ერთი მეტრის სიღრმეზე კი ხირხათი ქვიშნარია, რაც საუკეთესო საწრეტს ქმნის ვაზის ფესვთა სისტემისათვის.

 

ჩვენი მზარდი ტერიტორიები მთელ საქართველოში მოსავლის მოცულობის მიხედვით:

სოფელი მანავი, კახეთის რეგიონი (ჯიში „მწვანე“ = 4 ტ/ჰა);

სოფელი არგოხი, ალავერდი, კახეთის რეგიონი (ჯიში „ქისი“ = 3,5 ტ/ჰა);

სოფელი ტიბაანი, კახეთის რეგიონი (ჯიში „საფერავი“ = 4 ტ/ჰა);

სოფელი ბოდბისხევი, კახეთის რეგიონი (ჯიში „რქაწითელი“ = 5 ტ/ჰა);

სოფელი მუხრანი, ქართლის რეგიონი (ჯიშები: „შავკაპიტო“ და „თავკვერი“ = 3 ტ/ჰა, ჩინური = 4ტ/ჰა).