istoria

სულითა და გულით...

კომპანია „ხოხბის ცრემლები“ ქართული კულტურისა და მემკვიდრეობის სიყვარულით შეიქმნა. 2005 წლის ზაფხულის ერთ თბილ საღამოს,  სოფელ ტიბაანის მახლობლად, ალაზნის ველზე გამავალ გზასთან ჯონი ვენახში იჯდა და ხატავდა. ამ დროს გელა თავისი ტრაქტორით ვენახიდან ბრუნდებოდა და გზიდან დაუძახა: „გელა ვარ, ფათალიშვილი, ბოდბისხევიდან. წამოდი ჩემთან, ვისადილოთ!“ „გმადლობთ, მაგრამ ჩვენ ხომ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ, რატომ მეპატიჟებით?“ - გაუკვირდა ჯონს: გელამ კი მიუგო: „რადგან აქ ხატავთ, ეს იმას ნიშნავს, ისევე გიჟდებით ამ ვენახებზე, როგორც მე“. აი, ასე დაიწყო მათი მეგობრობა, რომელიც შემდგომში კომპანია „ხოხბის ცრემლების“ დაფუძნების საწინდარი გახდა.

ამანდა ჯონსა და ანსამბლ „ზედაშეს“ (ეს ანსამბლი მჭიდროდ თანამშრომლობს „ხოხბის ცრემლებთან“) 2008 წელს შეხვდა ობერლინის კოლეჯში, მათი კონცერტების დროს. ამანდა ისე მოიხიბლა ქართული ჰანგებითა და გემოვნებით, რომ 2009 წლის ზაფხულში სიღნაღში გადასახლდა, რათა „ხოხბის ცრემლების“ ღვინის ტურის განყოფილებას გაძღოლოდა...

ღვინის დაყენება, შენახვა და ამ მომხიბლავი ქვეყნის ტრადიციების სხვებისთვის გაზიარება ჩვენთვის სასიამოვნო და საყვარელი ვალდებულებაა. სწორედ ამ საერთო სიყვარულმა შეგვკრა ერთ ოჯახად.

ჯონ ვურდემანი

ჯონი მხატვარია. იგი თავდაპირველად ბალტიმორში (მერილენდის შტატში) მერილენდის ინსტიტუტის ხელოვნების სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი მოსკოვის სურიკოვის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტში გადავიდა, სადაც 1998 წელს მაგისტრატურა დაამთავრა ნატიფი ხელოვნების განხრით. ჯონი საქართველოში პირველად 1995 წელს ჩამოვიდა, რათა ქართულ პოლიფონიურ სიმღერებზე მომუშავე მომღელები მოეძებნა. 1996 წელს ჯონმა სახლი შეიძინა საქართველოში, საუკეთესო ღვინით ცნობილი რეგიონის ცენტრში, უმშვენიერესი ხედებითა და ტრადიციებით განთქმულ ქალაქ სიღნაღში. 1998 წელს კი საცხოვრებლად აქვე დამკვიდრდა. იგი მთელ თავის დროს ორ გატაცებას - ღვინოსა და ხელოვნებას უთმობს და ხედავს, რომ ეს ორი რამ შესანიშნავად ერწყმის ურთიერთს. ამჟამად ჯონი სიღნაღში მეუღლესთან, ქეთევანთან და ორ შვილთან, ლაზარესა და გვანცასთან ერთად ცხოვრობს.

გელა ფათალიშვილი

გელა ენთუზიაზმით სავსე მეღვინე და მეურნეა. იგი ზედმიწევნით კარგად იცნობს მთელი კახეთის რეგიონს, საქართველოს ღვინით განთქმულ კუთხეს. მისი ოჯახის უკვე რვა თაობა აყენებს ღვინოს. ვენახით გატაცება დიდ დროს მოითხოვს, სიმწიფემდე ყურძნის მიყვანა ძალიან ძნელია, შემდეგ საჭიროა მოსავლის ხელით კრეფისთვის თვალ-ყურის მიდევნება. გელას მოკრძალებული ფილოსოფიით, პროცესი ბუნებრივად უნდა მიმდინარეობდეს, რათა ჯიშმა და მიკროზონამ მეღვინის მხრიდან ზედმეტი ჩარევისა და ძალდატანების გარეშე გააკეთონ თავიანთი საქმე.

გელა ბოდბისხევში ცხოვრობს მეუღლე ეკასთან და ქალიშვილ მარიამთან ერთად.

ამანდა ბლასკო

სიღნაღში ჩასვლამდე ამანდა მუშაობდა ობერლინის რუსული, აღმოსავლეთი ევროპისა და ცენტრალური აზიისმცოდნეობის ცენტრისა და ობერლინის რუსული განყოფილების საცხოვრებლის დირექტორად; ბევრს მოგზაურობდა რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში და სტუდენტებს აცნობდა მსოფლიოს ამ ნაწილს მოკლე ტურებითა და ამერიკული საბჭოებისა და რუსეთში მდებარე მიდელბერის კოლეჯის მიერ ორგანიზებული უცხოეთში სწავლების პროგრამის მეშვეობით. ბაკალავრის ხარისხი რუსეთში, მიდელბერის კოლეჯში მიიღო, ხოლო მაგისტრის - ინდიანის უნივერსტეტში, სლავური ენებისა და ლიტერატურის განხრით.

2009 წლის ზაფხულში საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ფილიალში ჯონის სურათების გამოფენა მოეწყო. ისე მოხდა, რომ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელი, წარმოშობით შვედი, ერიკ ანდერმო შვებულებას სიღნაღში ატარებდა ოჯახთან ერთად. შეხვედრა მეგობრობაში გადაიზარდა. ეს მეგობრობა საბოლოოდ „ხოხბის ცრემლების“ ისტორიაში მეორე თავს ჩაწერს. 2010 წლის დასაწყისში, ერიკს „ხოხბის ცრემლების“ პარტნიორობა შესთავაზეს. ამასთან, მან გადაწყვიტა, შვედეთში ქართული ღვინის ტრადიციების ხელოვნების ბაკალავრიატი (Georgian Wine Legacy AB) დაეარსებინა ორ მეგობართან - ჯეკობ მორნდალთან და ჰენრიკ ქოლერსტრენდთან ერთად, რომლებიც მასთან ერთად სწავლობდნენ სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში. ამ იდეის მიზანია, ქართული ღვინის  საუკეთესო ტრადიციები სკანდინავიამ და ჩრდილოეთ ევროპამაც გაიცნოს.

ერიკი მუშაობდა შვედეთის საელჩოში მოსკოვში და აღმოსავლეთის კაპიტალის კვლევით დეპარტამენტში. ეს საინვესტიციო კომპანია თავის საქმიანობას მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაში აწარმოებს. ერიკი თავისუფლად საუბრობს რუსულად და თარჯიმნად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ამჟამად ცხოვრობს სტოკჰოლმში და უნივერსტეტში საერთაშორისო ეკონომიკისა და მათემატიკის ფაკულტეტს ამთავრებს, რის გამოც საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის დამთავრების შემდეგ ჯეკობმა საერთაშორისო საბუღალტრო ფირმაში - „PricewaterhouseCoopers“ დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი ანალიტიკოსად გადავიდა Swedbank-ში, შვედეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკში. ჯეკობი თავგამოდებული ღვინის ტრფიალია. მისთვის ყოველი დეტალი და სრულყოფილება ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც საქმიანობაში, ისე ღვინის ჭიქაში. ჯეკობი და ერიკი ბავშვობის მეგობრები არიან და მსოფლიოს მრავალი ადგილიც ერთად აქვთ მოვლილი.

ჰენრიკი შემოქმედებითი ნიჭითაა დაჯილდოვებული, ასევე, კარგად იცის მარკეტინგი. კერძები და ღვინო მისი ერთადერთი გატაცებაა არაა. იგი ასევე მოყვარული მხატვარი და მომღერალია. 2010 წლის ზაფხულში ჰენრიკმა მუშაობა დაიწყო Straylight-ში, სტოკჰოლმში ბაზირებულ  მარკეტინგის საკონსულტაციო კომპანიაში. ჰენრიკი და ჯეკობი 2004 წელს ერთდროულად შევიდნენ სტოკჰოლმის ეკონომიკურ სკოლაში. ერიკმა ჰენრიკი 2006 წელს გაიცნო, რუსეთში ლეგენდარული მოგზაურობის დროს, სადაც ერიკი გიდად მუშაობდა.