mTavari

კომპანია „ხოხბის ცრემლებში“ უძველესი ქართული ტრადიციების დაცვით ვაწარმოებთ ნატურალურ ღვინოებს. თავდაპირველად ვიწყებთ ქართული ვაზის ჯიშების იდეალურ მიკროზონაში გაშენებით და ტკბილი, ჯანმრთელი ყურძნის მისაღებად ორგანულ მეთოდებს  ვიყენებთ. ჩვენ მიერ წარმოებული ყველა ღვინო დადუღებული და დაძველებულია ქვევრში, თიხის ჭურჭელში, რომელიც დაფარულია ფუტკრის ორგანული ცვილით და ჩაფლულია მიწაში. დუღილი წარმოებს ბუნებრივ საფუარებზე და ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ მივიღოთ ქართულ ნიადაგსა და ქართული კულტურის საგანძურში ღრმად ფესვგადგმული თავისებურებისა და სრულყოფილების მქონე ღვინოები.

 

კომპანიის სახელი მომდინარეობს ერთ-ერთი ქართული თქმულებიდან, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ დიდი ძალისხმევით დაყენებულ ღვინოს შეუძლია სიხარულისგან ხოხობის ატირება. ვცდილობთ, თითოეული ჩვენ მიერ ნაწარმოები ღვინის ბოთლი ყოველმხრივ აკმაყოფილებდეს ამ უძველეს სტანდარტს.